28 ნოემბერი 2024,   08:56
ვრცლად
კახა კალაძის პასუხი ნარკოტესტზე უარყოფითია - რა მიზეზით არ უერთდებიან მოქმედი მერის ინიციატივას მისი კონკურენტები

კახა კალაძის ინიციატივას - ნარკოტესტი გაიაროს მერობის ყველა კანდიდატმა, კონკურენტები იგნორირებას უკეთებენ.

თბილისის მოქმედი მერი, მერობის ერთადერთი კანდიდატია, რომელმაც ექსპერტიზის ბიუროს ნარკოტიკებზე შემოწმებისთვის მიმართა - ტესტის პასუხი უარყოფითია.

კახა კალაძე იდეას, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას უწოდებს, თუმცა ამგვარი პოპულარიზაცია არ ხიბლავთ მერობის სხვა კანდიდატებს. ჯერჯერობით არც გიორგი გახარია, არც ნიკა მელია
და არც მერობის სხვა მსურველები, არ აპირებენ ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ანალიზები ჩააბარონ.

მიიღებს, თუ არა, ყოფილი თანაგუნდელის და ახალ უკვე კონკურენტის შეთავაზებას გიორგი გახარია, ცნობილი სავარაუდოდ, დღეს "ღამის კურიერის" ეთერში გახდება.

დღის ამბები