28 ნოემბერი 2024,   08:54
ვრცლად
ხვალ პარლამენტი 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მომზადებულ ამნისტიის პროექტს განიხილავს

7 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე პარლამენტი 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მომზადებულ ამნისტიის პროექტს განიხილავს.

პარლამენტი ინიციატივას, რომელიც მესამე მოსმენაზე იყო გაჩერებული, სამთვიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.

“ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან, ასევე პირობითი მსჯავრისგან გათავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დანაშაული ჩაიდინა და მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე უარს არ აცხადებს. ამნისტია გავრცელდება აგრეთვე პირზე, რომელმაც 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული დანაშაულის მომზადება ან მცდელობა ჩაიდინა. პირი, ვის მიმართაც ამნისტია გავრცელდება, ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება.

კანონპროექტის ინიციატორი ფრაქცია “ქართული ოცნებაა."

დღის ამბები