28 ნოემბერი 2024,   08:53
ვრცლად
ქართველი ნიჩბოსანი ალექსანდრე წივწივაძე მსოფლიო ჩემპიონია

ქართველი ნიჩბოსანი ალექსანდრე წივწივაძე მსოფლიო ჩემპიონია. პორტუგალიაში მიმდინარე 23 წლამდე მსოფლიო პირველობაზე ქართველმა სპორტსმენმა 5000 მეტრიანი დისტანცია ერთ წუთსა და 55 წამში დაფარა, რაც ტურნირზე საუკეთესო შედეგი გამოდგა. წივწივაძემ უახლოეს მდევარს, რუს ნიჩბოსანს 27 წამით აჯობა.

საქართველოს 23 წლამდე კანოისტთა ნაკრებმა მსოფლიო პირველობაზე მეორე მედალი მოიპოვა, 4 სექტემბერს მსოფლიოს ვიცეჩემპიონი მარიამ ქედიკაშვილი გახდა.

დღის ამბები