28 ნოემბერი 2024,   08:35
ვრცლად
ესპანეთში ქართველი მეზღვაური დაიღუპა - რა გახდა მიზეზი

ესპანეთში ქართველი მეზღვაური დაიღუპა. საგარეო საქმეთა სამინისტროში ინფორმაციას ადასტურებენ და განმარტავენ, რომ მეზღვაური, სავარაუდოდ, ინტოქსიკაციით გარდაიცვალა.

პირველადი დასკვნით ქიმმზიდ ტანკერზე ქიმიურმა ნივთიერებამ გაჟონა, რის შედეგადაც ჯამში 3 ადამიანი მოიწამლა, მათ შორის, ერთი ქართველი.

გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს. ცხედრის გადმოსვენების პროცედურებში საქართველოს საელჩო მონაწილეობს.

დღის ამბები