28 ნოემბერი 2024,   09:56
ვრცლად
პარლამენტში უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს

პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრის მთავარი თემა კონსტიტუციურ კანონში დაგეგმილი ცვლილებებია, რომლის პირველი მოსმენით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გატანა დღეს იგეგმება, ხვალ კი პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.

საპარლამენტო განხილვების დაწყებამდე ოპოზიცია და მმართველი გუნდი სამუშაო შეხვედრას მართავს, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებზე პოზიციების შეჯერებას შეეცდებიან.

შეხვედრაში მმართველი გუნდიდან მონაწილეობენ - შალვა პაპუაშვილი, ირაკლი კობახიძე და ანრი ოხანაშვილი. ოპოზიციიდან კი - ხატია დეკანოიძე, დავით უსუფაშვილი, ბადრი ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე, ხათუნა სამნიძე, ლევან იოსელიანი, იაგო ხვიჩია და ფრიდონ ინჯია.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერის 2 პროცენტამდე დაწევას ითვალისწინებს და მანდატების განაწილების პროპორციულ წესს ადგენს. ასევე, ცვლილებების მიხედვით, საპარლამენტო ფრაქციების შესაქმნელად წევრთა რაოდენობა 7-დან 4-მდე მცირდება.

ამავე პროექტის თანახმად, შემდეგი გენერალური პროკურორები კვალიფიციური უმრავლესობით აირჩევიან, ხოლო თუ ამ წესით არჩევა ვერ მოხდა, არჩევა შესაძლებელი იქნება 76 დეპუტატის მხარდაჭერით.

დღის ამბები