28 ნოემბერი 2024,   08:52
ვრცლად
ყველაფერი ფაბრიკაციაა, სიცრუე და აბსურდული ვერსია - ირაკლი ღარიბაშვილი მედიაში გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებზე

მედიაში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს, რომელშიც სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილი და გიგა ჩრდილელი ფიგურირებენ და რომლის ავთენტურობა დადგენილი არ არის, მმართველი გუნდის წარმომადეგნელები გამოეხმაურნენ.

ცოტა ხნის წინ ირაკლი ღარიბაშვილმა ფაბრიკაცია უწოდა ჩანაწერს, რომელიც მედიაში გავრცელდა. 

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ტელევიზიის მიერ მომზადებული სიუჟეტი იყო სიყალბით გაჯერებული პროვოკაცია.

"რისი ჩვენება უნდათ მოსახლეობისთვის, რომ პარტიის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს კონტაქტი ჰქონდა და ცდილობდა რუსეთის ელჩთან კონტაქტს? ეს არის პირველ რიგში მოსახლეობის შეურაცხყოფა, რადგან თქვენ ცდილობთ ამ სიუჟეტებით მოსახლეობა შეიყვანოთ შეცდომაში, ამ დროს მოსახლეობა ძალიან კარგად არჩევს ტყუილს და მართალს, თეთრს და შავს, ყველაფერი ფაბრიკაციაა, სიცრუე და აბსურდული ვერსია გაქვთ შემუშავებული. ეს ერთი. მეორე, ბიძინა ივანიშვილმა რუსეთში ნაშოვნი მილიარდები, 3 მილიარდი დოლარი ჩამოიტანა საქართველოში და 20 წელია, ეს კაცი ჩუმად, ყოველგვარი აფიშირების გარეშე ხარჯავს და ეხმარება, აძლიერებს სახელმწიფოს და ჩვენს მოსახლეობას. თქვენმა დამკვეთმა სააკაშვილმა რუსეთის ჯარი დააბრუნა ქვეყანაში 2008 წელს და ომის შემდეგ, სრული პასუხისმგებლობით მინდა ვუთხრა მოსახლეობას, გამყიდველმა და მოძალადე სააკაშვილმა, მთელი სტრატეგიული ობიექტები და აქტივები გადასცა რუსეთს. აი, ეს არის რეალური განსხვავება ჩვენს პოლიტიკურ ძალას და თქვენს პოლიტიკურ ძალას შორის. დანარჩენი, იმდენად უსუსურ მდგომარეობაში არიან დღეს „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები, იციან რა, რომ სასტიკად მარცხდებიან ყველგან და არავითარი თეორიული შანსი არ რჩებათ, გარდა ამ ბინძური პროვოკაციებისა და ფაბრიკაციებისა," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დღის ამბები