ქობულეთში, მდინარე აჭყვაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ადგილობრივების ინფორმაციით 70 წლამდე მამაკაცი, გუშინ საღამოს, საქონლის შინიდან დასაბინავებლად გავიდა, მას შემდეგ კი არავის უნახავს.
ადგილზე მოკვლევას სამართალდამცავები აწარმოებენ.