28 ნოემბერი 2024,   08:54
ვრცლად
გაფიცვის მცდელობა გაუგებარი იყო, თუმცა, შემდეგ ყველაფერი ცხადი გახდა, თუ ვინ იდგა ამ ყველაფრის სათავეში - კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების გაფიცვის მიზეზი მისთვის გაუგებარი იყო. როგორც მან "ღამის კურიერის" ეთერში აღნიშნა, მათ გასულ წელს ხელფასი 20%-ით გაუზარდეს და იყო დაპირება, რომ მომავალი წლის იანვრიდან კიდევ გაეზრდებოდათ

"ჰქონდათ კონკრეტული პრეტენზიები ხელფასთან და სამუშაო პირობებთან დაკავშირებით, თუმცა ეს მომდევნო დღეების განმავლობაში სულ სხვა რამეში გადაიზარდა. გაფიცვასაც ვერ დავარქმევ, რამდენიმე თანამშრომელი გაიფიცა, რომელმაც ამ სამსახურის სრულყოფილი მუშაობა შეაჩერა.

თუმცა, ამ ადამიანებთან კომუნიკაციის ნაკლებობა არასდროს ყოფილა, ჩემი გაკვირვება გამოიწვია სწორედ ამან, რომ ძალიან მეგობრული, ადამიანური ურთიერთობა იყო ყოველთვის ამ ადამიანებთან. გასულ წელს, ამ რთულ ვითარებაში, პანდემიის პირობებში, 20%-ით გავუზარდეთ ხელფასი, თუმცა ეს მაინც არ არის შესაბამისი ხელფასი იმ სამსახურისთვის, რასაც ეს ადამიანები ყოველდღიურად აკეთებენ ჩვენი ქალაქისთვის, რომ ქალაქი იყოს სუფთა, მოწესრიგებული, ძალიან დასაფასებელია მათი შრომა.

როდესაც შარშან ჩვენ გავუზარდეთ 20%-ით, იყო დაპირება, რომ იანვარში ისევ 20%-იანი ზრდა იქნება. შესაბამისად, ამ გაფიცვის მცდელობა გაუგებარი იყო, თუმცა, შემდეგ ყველაფერი ცხადი გახდა, თუ ვინ იდგა ამ ყველაფრის სათავეში, ვინ იყვნენ ისინი, ვინც დაძაბულობის შემოტანას ცდილობდნენ და თუ როგორ დაუბრუნდათ უკან ეს ყველაფერი, მგონი, საზოგადოებამ ნახა,"-განაცხადა კახა კალაძემ. 

დღის ამბები