28 ნოემბერი 2024,   08:50
ვრცლად
კახა კალაძემ მხარდამჭერთა დარბაზი გახსნა, რომელსაც პედიატრი თემურ მიქელაძე უხელმძღვანელებს

"ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი წინასაარჩევნო კამპანიას აგრძელებს - კახა კალაძემ მხარდამჭერთა დარბაზი გახსნა, სადაც, როგორც თავად ამბობს, მოუსმენენ ყველას, ვისაც ქალაქის განვითარების შესახებ იდეები ექნება. შტაბის ხელმძღვანელი ექიმი თემურ მიქელაძეა. უახლოეს დღეებში მმართველი პარტიის მერობის კანდიდატი თავის საარჩევნო პროგრამასაც წარადგენს. 

"მე თვითონ ვარ პედიატრი და სიმბოლურია, რომ პედიატრია კავშირშია სიცოცხლესთან და ბატონი კახას სლოგანიც არის "მეტი სიცოცხლე ყველა უბანში". მაქვს ბატონი კახას იმედი, ვიცი მის მიერ განხორციელებული პროექტები, მათ შორის ინფრასტრუქტურული, რეკრეაციული. ვიმედოვნებ, რომ ბატონი კახის შემართებით უამრავი წარმატებული პროექტი განხორციელდება," - აცხადებს პედიატრი, "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის მხარდამჭერთა შტაბის ხელმძღვანელი თემურ მიქელაძე.

თბილისის მერმა აღნიშნა, რომ მხარდამჭერთა დარბაზი იქნება სივრცე, სადაც ნებისმიერ ადამიანს, ვისაც დედაქალაქი უყვარს, ექნება შესაძლებლობა სხვადასხვა საკითხები განიხილოს.

"ეს იქნება ქალაქში კიდევ ერთი სივრცე, სადაც განსხვავებული დარგის და პროფესიის წარმომადგენლებს, ვისაც ეს ქალაქი უყვარს, აქვს სურვილი ქალაქის განვითარების, შეუძლიათ ნებისმიერ დროს მობრძანდნენ, ვისაუბროთ სხვადასხვა თემებზე, საკითხებზე. ძალიან ბევრი შეხვედრა გაიმართება აქ სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან ერთად და მინდა ყველას წარმატებები ვუსურვო," - განაცხადა თბილისის მერმა.

დღის ამბები