28 ნოემბერი 2024,   08:51
ვრცლად
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 220 მილიონს აჭარბებს - ქვეყნები ახალ შეზღუდვებს აწესებენ

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 220 მილიონს აჭარბებს. მონაცემების მატების გამო შეზღუდვებს აწესებს ბულგარეთი, სადაც 7 სექტემბრიდან რესტორნები და ბარები ღამის 10 საათზე დაიხურება, სპორტული ღონისძიებები კი მაყურებლების გარეშე ჩატარდება.

გარდაცვალების ანტირეკორდი გამოვლინდა თურქეთში, სადაც, ბოლო 24 საათში, 283 ადამიანი დაიღუპა. მთავრობა მორიგი რეგულაციების დაწესებაზე მსჯელობს.

მძიმე ეპიდვითარებაა ამერიკის შეერთებულ შტატებში - ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ჯანდაცვის სისტემის კრიზისია.

დღის ამბები