28 ნოემბერი 2024,   09:56
ვრცლად
პარტიები წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობენ - დღეს პრემიერმა ამომრჩეველს, ზესტაფონის, ჭიათურის და საჩხერის მერობის კანდიდატები წარუდგინა 

პარტიები წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობენ. არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, მმართველი გუნდი იმერეთში მერობისა და საკრებულოებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას განაგრძობს. დღეს პრემიერმა ამომრჩეველს, ზესტაფონის, ჭიათურის და საჩხერის მერობის კანდიდატები წარუდგინა.

სიტყვით გამოსვლების დროს ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა უმუშევრობაა. მთავრობის მეთაურის განცხადებით ხელისუფლებას აქვს გრძელვადიანი ხედვა, თუ როგორ გადაიჭრას პრობლემები და ქვეყანა განვითარდეს.

პრემიერის თქმით "ქართულმა ოცნებამ" საქმით დაამტკიცა რომ არის პასუხისმგებლიანი ძალა, რომელმაც ქვეყანას მშვიდობა და სტაბილურობა მოუტანა. მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ ეს "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, დამსახურებაა. 

ამომრჩევლებს მუნიციპალიტეტების განვითარების თავიანთი ხედვა გააცნეს მერობის კანდიდატებმაც. ამბობენ რომ კარგად იცნობენ მუნიციპალიტეტების გამოწვევებს და გამარჯვების შემთხვევაში ყველა პრობლემა მოგვარებული იქნება.

პრემიერი დღეს ზესტაფონში, ვაქცინაციის ცენტრშიც მივიდა, სადაც იმუნიზაციის პროცესს გაეცნო. ცენტრში, რომელიც 23 აგვისტოდან ფუნქციონირებს, დღემდე 2848 ადამიანია აცრილი.

ხვალ პრემიერი ამომრჩეველს ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის მერობის კანდიდატებს წარუდგენს.

დღის ამბები