28 ნოემბერი 2024,   09:47
ვრცლად
დახურული შეხვედრა მერიაში - რაზე ისაუბრეს მერობისთვის ბრძოლის წინ კახა კალაძემ და გიორგი გახარიამ

შეხვედრა კახა კალაძესა და გიორგი გახარიას შორის - ინფორმაციას მერიაში გამართული დახურული შეხვედრის შესახებ, რომელიც ყოფილმა პრემიერმა თავდაპირველად უარყო, დღეს უკვე მისი გუნდის წევრები ადასტურებენ. პარტიაში თქვეს, რომ საუბარი მხოლოდ გახარიას მერობის კანდიდატობას ეხებოდა, ფინანსურ დაინტერესებასთან დაკავშირებული ბრალდებები კი უარყვეს.

"კურიერის" ჟურნალისტის კითხვაზე, შეხვდა თუ არა კახა კალაძეს, გიორგი გახარიამ განაცხადა რომ ეს ტყუილი იყო, თუმცა დღეს მისი კომენტარი მისივე პარტიის წევრებმა განსხვავებულად ახსნეს. თქვეს, რომ მათი ლიდერი ფინანსურ გარიგებას გულისხმობდა.

კახა კალაძის თქმით, საუბარი მხოლოდ გახარიას სამომავლო პოლიტიკურ საქმიანობას შეეხო, ყოფილმა პრემიერმა მერს აცნობა, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მისი კონკურენტი იქნებოდა. კახა კალაძე არ ადასტურებს ფაქტს, რომ ყოფილ თანაგუნდელებს და ახლა უკვე კონკურენტებს შორის საუბარი ფინანსურ საკითხსაც შეეხო.

შეხვედრას კალაძესა და გახარიას შორის ეხმაურებიან მათი ოპონენტებიც, რომლებიც, ორივე მხარეს ტყუილის გავრცელებაში ადანაშაულებენ. პარალელურად ამბობენ, რომ ამ ფაქტმა მათი ეჭვები, გახარიას მმართველ გუნდთან კავშირების შესახებ, კიდევ უფრო გაამყარა. 

ყოფილ პრემიერს ტყუილში ადანაშაულებენ ყოფილი თანაგუნდელები, "ქართული ოცნების" წარმომადგენლებისთვის უცნობია, რატომ შეცვალეს პოზიციები გახარიას პარტიაში. დღესვე მმართველ გუნდში თქვეს, რომ გიორგი გახარიამ დაფინანსება შუამავლების საშუალებით მოითხოვა.

დღის ამბები