28 ნოემბერი 2024,   09:53
ვრცლად
საჩხერის მერობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" ლევან ივანაშვილი იქნება

საჩხერის მერობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" ლევან ივანაშვილი იქნება. წარდგენაზე მან საზოგადოებას სიტყვით მიმართა. 

"ვინ თუ არა მე, ჩემს გუნდთან ერთად, ნამდვილად ვიცი რა პრობლემებია საჩხერეში, რომელ სოფელს რა უჭირს და ვის თუ არა "ქართული ოცნების" გუნდს შეუძლია ამ პრობლემების აღმოფხვრა. საჩხერეში ნამდვილად ბევრი რამაა გაკეთებული ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ. სწორედ ამან, ამ სიკეთეებმა, რომელიც მან საჩხერეს მოუტანა, მოგვა საშუალება, რომ ჩვენ უკვე უფრო ფართო ასპარეზზე გავსულიყავით ჩვენს გუნდთან ერთად.

ჩვენ შევძელით, რომ უახლოეს წლებში მიგვეღწია იმისათვის, რომ ყველა სოფელში ყოფილიყო ცენტრალური გზა მოასფალტებული, დავიწყეთ ყველა სოფელში წყალმომარაგება, ეს ეტაპი ახლაც აქტიურად მიმდინარეობს რიგ სოფლებში,"-აღნიშნა ლევან ივანაშვილმა. 

დღის ამბები