28 ნოემბერი 2024,   08:54
ვრცლად
ხელმოწერა იმისა, რაც დემოკრატიული რეფორმების მნიშვნელოვან გზამკვლევს წარმოადგენს, არასდროს არის გვიან - კარლ ჰარცელი

"ნაციონალურმა მოძრაობის" მიერ, შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელისმოწერა, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა შეაფასა. მისი განცხადებით, ხელმოწერა იმისა, რაც დემოკრატიული რეფორმების მნიშვნელოვან გზამკვლევს წარმოადგენს, არასდროს არის გვიან. 

ჰარცელი, ასევე, აღნიშნავს, რომ რეფორმები, რომელიც შეთანხმების დოკუმენტში არის გაწერილი, საქართველოს ყველა მოქალაქეს სარგებელს მოუტანს. 

"დღეს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც ევროკავშირის მედიაციით შედგა. მან დოკუმენტს ხელი პარტიის სახელით მოაწერა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი პარლამენტარების ჩათვლით და თავი არავის შეუკავებია. ეს ნიშნავს, რომ პარლამენტის 150 წევრიდან 147-მა, სხვადასხვა ეტაპზე მხარი დაუჭირა შეთანხმებას და მის შინაარსს, თუმცა სხვადასხვა დროს. ჩემი აზრით, ხელმოწერა იმისა, რაც პირველ რიგში დემოკრატიული რეფორმების მნიშვნელოვან გზამკვლევს წარმოადგენს, არასდროს არის გვიან და შესაძლოა, არც ამ გზამკვლევთან დაბრუნებაა გვიან. მტკიცედ მჯერა, რომ ეს რეფორმები სარგებელს საქართველოს ყველა მოქალაქეს მოუტანს. სწორედ ამიტომ, ევროკავშირი მიიჩნევს, რომ შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა რეფორმის სრულად შესრულება საქართველოს ეროვნულ ინტერესებშია. ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ ყველასთან ვინც ამ რეფორმის განხორციელების ერთგულია,"- განაცხადა კარლ ჰარცელმა

"ნაციონალურმა მოძრაობამ" შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა. გადაწყვეტილება ყოფილმა სახელისუფლებო პარტიამ 19 აპრილის შეთანხმებიდან თითქმის 5 თვის შემდეგ მიიღო.

დღის ამბები