28 ნოემბერი 2024,   09:43
ვრცლად
ნიუ-იორკის მეტროსადგურები წყლით ამოივსო - სტიქიას აშშ-ში 9 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან ერთი 2 წლის ბავშვია

აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთით ტორნადოებისა და წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 9 ადამიანი გარდაიცვალა, ინფორმაციას BBC ადგილობრივ მედიასაშუალებებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გარდაცვლილების ნაწილი საკუთარი სახლების დატბორილ სარდაფებში ჩარჩა, ერთი ცხედარი კი მანქანაში იპოვეს, რომელიც მოვარდნილმა წყალმა წაიღო. 

ნიუ-იორკის მერმა, ბილ დე ბლასიომ სტიქიას "ისტორიული მეტეოროლოგიური მოვლენა" უწოდა. ქალაქის მეტრო დაკეტილია, ქუჩებზე მანქანები მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში გადაადგილდებიან. ნიუ-იორკიდან ბევრი ფრენა გადაიდო, შეჩერდა სარკინიგზო მიმოსვლაც. 

ნიუ-იორკში გარდაცვლილებს შორის 2 წლის ბავშვიც არის.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეოები, სადაც ჩანს, როგორ ჩადის წყლის ნაკადი მეტროსადგურებსა და საცხოვრებელ სახლებში.  

დღის ამბები