28 ნოემბერი 2024,   09:55
ვრცლად
ქრთამის აღების ფაქრზე გარდაბნის მუნიციპალიტეტში ერთი პირი დააკავეს

საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. დაკავებულია გარდაბნის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი არაკომერციული იურიდიული პირის დირექტორი.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, საკუთრებაში არსებულ 4 630 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთზე, პრივატიზებასთან დაკავშირებული დადებითი პასუხის გაცემის სანაცვლოდ, ერთ-ერთი მოქალაქისაგან ქრთამის სახით მოითხოვა და მიიღო ფულადი თანხა 10 000 ლარის ოდენობით.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

დღის ამბები