ანაკლიაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დამატებითი სივრცე გაიხსნა, სადაც მოსახლეობას აცრა ადგილზე, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეეძლება.
ანაკლისთან ერთად ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის 25 ამცრელ დაწესებულებაში. გარდა ამისა რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მოქმედებენ მობილური ჯგუფები, რომლებიც სოფლებში ადგილზე ვაქცინაციას ახდენენ.
ვაქცინაციის პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი და ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე კაკავა გაეცნენ.