"დიდი ჯონი" - 8 მეტრიანი დინოზავრი პარიზში აუქციონზე გაიყიდება. ჩონჩხი 2014 წელს შეერთებულ შტატებში აღმოაჩინეს. კვლევების შედეგად, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ის 66 მილიონი წლის წინანდელია.
ჩონჩხი ერთ-ერთმა ადგილობრივმა შემთხვევით იპოვა, თავისივე სახელი, ჯონი დაარქვა და მუზეუმს მიჰყიდა. ახლა უკვე "დიდ ჯონს" მუზეუმი მილიონ-ნახევარ ევროდ ყიდის, თუმცა ეს მხოლოდ საწყისი ფასია.