რამდენიმე წუთში ვაშინგტონში ამერიკისა და უკრაინის პრეზიდენტების პირველი შეხვედრა უნდა დაიწყოს.
ბაიდენი ზელენსკის თეთრ სახლში უმასპინძლებს. ჩრდილოეთ ნაკადის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების ფონზე, მოლაპარაკება, რომლის მთავარი თემაც უკრაინის უსაფრთხოება და NATO-ში ინტეგრაციაა, ოფიციალური კიევისთვის დღეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.
ზელენსკის იმედი აქვს, რომ შესაძლოა ამერიკის პრეზიდენტმა პოზიციას გადახედოს.