28 ნოემბერი 2024,   09:39
ვრცლად
მაღალი სიკვდილიანობა და გადატვირთული პედიატრიული კლინიკები - კორონავირუსის გავრცელება ბავშვებსა და ორსულებში კვლავ მზარდია

ექიმების დაუღალავი შრომა მეტი სიცოცხლის გადასარჩენად, ვირუსის თავისებურებიდან გამომდინარე, ხშირად უშედეგოდაც სრულდება.

ლევან რატიანი "კურიერთან" ინტერვიუში ამბობს, რომ ყველა პაციენტს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება და არსებული პროტოკოლის მიღმა დამატებით რეკომენდაციებს თავად ახორციელებს. დღეს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა სრულად დატვირთულია. კოვიდგანყოფილება ახალ პაციენტებს ვეღარ იღებს. სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტებს შორის 18 ახალშობილი და 35 ორსულია. 

მძიმე მდგომარეობაა პედიატრიულ კლინიკებში. ციციშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში ძირითადად 1 წლამდე ინფიცირებული ბავშვები არიან. მათ შორის არის 22 დღის ახალშობილი, რომელიც მძიმე მდგომარეობით ბათუმიდან გადმოიყვანეს. საავადმყოფოში ინფიცირებულ ბავშვებთან ერთად მათი მშობლებიც მკურნალობენ.

სპეციალისტები ამბობენ, რომ უხილავ მტერთან ბრძოლა მხოლოდ ვაქცინაციით არის შესაძლებელი. ბიძინა კულუმბეგოვი იმუნიზაციის პროცესის კიდევ უფრო გააქტიურების საჭიროებაზე საუბრობს.

ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობის კუთხით რეკორდული ზრდა შეჩერებულია. თუმცა მაღალი რჩება სიკვდილიანობის რიცხვი. მხოლოდ აგვისტოში 1600 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ვირუსმა. ამიტომ, სპეციალისტები ამბობენ, რომ ქვეყანაში მეტი ვაქცინირებული ბევრი ინფიცირებული პაციენტის გადარჩენას ნიშნავს.

დღის ამბები