28 ნოემბერი 2024,   09:32
ვრცლად
სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა, განათლება და ტურიზმი - მმართველმა პარტიამ ხარაგაულში მერობის კანდიდატების წარდგენის შემდეგ პრიორიტეტები დაასახელა

სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურული პროექტები, განათლება და ტურიზმი - ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომლის განვითარების პირობასაც მმართველი პარტია მოსახლოებას ჰპირდება. წინასაარჩევნო კამპანია გრძელდება. მის ფარგლებში კი მერობის კანდიდატების წარდგენა მმართველმა პარტიამ დღეს ხარაგაულიდან განაგრძო.

მუნიციპალიტეტების განვითარებასა და თვითმმართველობების გაძლიერებაზე გააკეთა აქცენტი პარლამენტის თავმჯდომარემ. კახა კუჭავას თქმით, ყველა განხორციელებულმა თუ დაგეგმილმა პროექტმა კონკრეტული სარგებელი უნდა მოუტანოს ადგილობრივებს. 

ხარაგაულის შემდეგ "ქართული ოცნების" ლიდერებმა სამტრედიასა და ვანში გადაინაცვლეს. მერობის კანდიდატებთან ერთად მოსახლეობას დღეს ის გუნდიც გააცნეს, რომლებმაც მუნიციპალიტეტების საკრებულოებში მმართველი გუნდის სახელით უნდა იყარონ კენჭი.

არჩევნებამდე 1 თვით ადრე მმართველ პარტიას მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში კანდიდატები უკვე დასახელებული ჰყავს, კანდიდატების ნაწილს კი ამომრჩეველს უახლოეს დღეებში წარუდგენენ.

დღის ამბები