28 ნოემბერი 2024,   09:36
ვრცლად
ბორჯომის მერმა შეურაცხმყოფელ წარწერაზე შსს-ს მიმართა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზაალიშვილმა, მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე განთავსებულ შეურაცხმყოფელ წარწერასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

დავით ზაალიშვილი სავარაუდო კიბერშეტევაზე საუბრობს და უწყებას საქმის შესწავლას სთხოვს.

"პოლიციამ უნდა დაიწყოს გამოძიება, ჩვენ უკვე მივმართეთ წერილობით. ჩვენი ვარაუდით, ვებგვერდი გატეხილია, კიბერშეტევა განხორციელდა. აიტიშნიკი ორი კვირაა კოვიდკლინიკაშია, მეორე პიროვნება კი შვებულებაშია, მათ შეხება არ ჰქონიათ ვებგვერდთან," - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე, იქ, სადაც საკრებულოს თავმჯდომარის სახელი და გვარი უნდა იყოს მითითებული "ყ** მუხაძე ასულიყო" ეწერა. მოგვიანებით ვებგვერდზე წარწერა წაშალეს.

დღის ამბები