28 ნოემბერი 2024,   10:37
ვრცლად
ვარკეთილში მდებარე სამხედრო ქალაქში 500-მდე სამხედრო მოსამსახურემ საცხოვრებელი ბინა მიიღო

თბილისში, ვარკეთილში მდებარე სამხედრო ქალაქში 500-მდე სამხედრო მოსამსახურემ საცხოვრებელი ბინა მიიღო. ბინები თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს თეთრი კარკასის მდგომარეობაში ჩაბარდათ.

საცხოვრებელი ფართების განაწილება კენჭისყრით მოხდა. იმ პირების საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილების ვალდებულება, ვინც იმსახურა და კონტრაქტი დაასრულა, თავდაცვის სამინისტრომ 2007 წელს აიღო. აღნიშნული ვალდებულების შესრულება კი 2013 წელს დაიწყო. 2013 წლიდან დღემდე, ეტაპობრივად საკუთრებაში ბინა 1 562 ოჯახს გადაეცა.

პროექტის ფარგლებში იგეგმება მიმდებარე ტერიტორიების მოასფალტება და გამწვანებული სივრცეების მოწყობა. დღეს, სამხედროებს ახალმოსახლეობა  პრემიერ-მინისტრმა პირადად მიულოცა.

ვარკეთილის გარდა, სამხედრო დასახლების მშენებლობა იგეგმება ასევე მახათას მთაზეც, სადაც ჯარისკაცებს საცხოვრებელი ფართები შეღავათიან ფასში გადაეცემა. პროექტი 2022 წელს დასრულდება.

 

 

დღის ამბები