28 ნოემბერი 2024,   10:53
ვრცლად
"არეულობისთვის მზადება" - რას უკავშირებს მმართველი პარტია წინასაარჩევნო კამპანიაში ოპოზიციის პასიურობას 

არჩევნებამდე დარჩენილ ერთ თვეში, ოპოზიციის ნაკლები აქტიურობა, მმართველი პარტიისთვის ახალი ბრალდებების საფუძველი გახდა.

"ქართული ოცნების" ლიდერები პოლიტიკური ძალების პასიურობას კონკრეტულ მიზანს უკავშირებენ.

"არეულობისთვის მზადება" - ეს სიტყვები ოპოზიციის მისამართით "ქართული ოცნების" პოლიტიკურ ლექსიკონში დღეს კიდევ ერთხელ გაჩნდა.

ბრალდებებს უარყოფენ ოპოზიციაში, წინასაარჩევნოდ პასიურობას კი არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას და ნაკლებ ფინანსებს უკავშირებენ. გარდა ამისა, განმარტავენ, რომ საკუთარ გამარჯვებაში ხმაურიანი კამპანიის გარეშეც დარწმუნებულები არიან. 

ბილბორდები ქალაქის ქუჩებში დიდი რაოდენობით სწორედ მმართველ გუნდს აქვს, ოპოზიციის უდიდესმა ნაწილმა ამ ეტაპზე უარი თქვა. 

 

დღის ამბები