28 ნოემბერი 2024,   10:34
ვრცლად
ქვეყანაში ეპიდსიტუაციის მცირე სტაბილიზაცია დაიწყო - როდის ელოდებიან სპეციალისტები სიტუაციის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას

შეზღუდვებისა და აცრების გააქტიურების ფონზე, ეპიდემიოლოგიური სტაბილიზაციის პირველი ნიშნები დაწყებულია, თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ დღის განმავლობაში ლაბორატორიულად დადასტურებული 4000-ზე მეტი შემთხვევა საქართველოსთვის მაღალია.

ეპიდემიოლოგები ამ დადებით ცვლილებას, მოქმედ შეზღუდვებს და იმუნიზაციის ინტენსიურ პროცესს უკავშირებენ.

სექტემბერში მილიონი აცრა უნდა გაკეთდეს. არსებული ეპიდემიოლოგიური რისკები დღეს საკოორდინაციო საბჭოზე განიხილეს და რეგულაციების გახანგრძლივების გადაწვეტილება მიიღეს.

ვირუსის თავისებურებიდან გამომდინარე, სპეციალისტებს ჯერჯერობით პროგნოზების გაკეთება უჭირთ, თუმცა თუ პირბადის ტარების მაჩვენებელი 90% იქნება და მოსახლეობის 60-70% აიცრება, ინფიცირებულთა რიცხვი საგრძნობლად შემცირდება.

ქვეყანაში 49 000 აქტიური შემთხვევაა, კლინიკებში კი, 7500-მდე ინფიცირებულია, ვისაც განსაკუთრებული მეთვალყურეობა სჭირდება.

დღის ამბები