28 ნოემბერი 2024,   10:37
ვრცლად
სასწავლო წელი დისტანციურ რეჟიმში განახლდება - როგორ შეხვდნენ მოქალაქეები საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას​

ამ ეტაპზე საქართველოში ეპიდსიტუაცია მხოლოდ ონლაინ სწავლების საშუალებას იძლევა. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ ბავშვების უსაფრთხოების გათვალისწინებით მიიღო. არგუმენტი მისაღები მხოლოდ მშობელთა ნაწილისთვის აღმოჩნდა.

განწყობა ორად იყოფა სტუდენტებშიც. ზოგს არც აცრა უნდა, არც პირბადის სწორი ტარება და არც ონლაინ სწავლა. შედარებით პასუხისმგებლიანები კი, უკვე ვაქცინირებულები დისტანციური სწავლებისთვის ემზადებიან.

გამონაკლისი იქნება სამედიცინო მიმართულების პრაქტიკული მეცადინეობები, თუმცა პირობა აქაც არსებობს - სტუდენტები და პროფესორები სრულად, ანუ ორჯერ უნდა იყვნენ აცრილები.

4 ოქტომბრამდე არ დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ბაგა-ბაღებში. გადაწვეტილება ერთნაირად ვრცელდება როგორც საჯარო, ისე კერძო დაწესებულებებზე. პროცესის განახლებამდე კი ბაღების პერსონალის აბსოლუტური უმრავლესობის ვაქცინაცია იგეგმება.

დღევანდელი გადაწყვეტილება ძალაში 4 ოქტომბრამდეა, 4 ოქტომბრის შემდეგი რეგულაციები კი ისევ ეპიდსიტუაციაზე იქნება დამოკიდებული.

ბაგა-ბაღის აღსაზრდელების, სკოლის მოსწავლეებისა და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტების ასაკი COVID-19-ის დელტა შტამის ერთ-ერთ სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს. 19 წლამდე ასაკის პაციენტები ინფიცირებულების 20 პროცენტს შეადგენს. სწორედ ეს მაჩვენებელი გახდა სწავლის გადადების მიზეზი.

დღის ამბები