28 ნოემბერი 2024,   10:51
ვრცლად
"დავრეგისტრირდები თუ არ დავრეგისტრირდები რეფერენდუმი ფოთში აუცილებლად შედგება" - გიგი უგულავა

მომსახურების სააგენტომ ფოთის მერობის კანდიდატს, გიგი უგულავას გადასცა დოკუმენტი სადაც წერია, რომ მის საკითხს განიხილავს შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტი.

გიგი უგულავა აცხადებდა, რომ მას შსს-ში უარს ეუბნებიან იმ დოკუმენტაციის მიღებაზე, რომელიც აუცილებელია მერობის კანდიდატად საოლქოში დასარეგისტრირებლად.

გაერთიანებული ოპოზიციის მხრიდან ფოთის მერობის კანდიდატი გიგი უგულავას თქმით, ეს წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და სამართლებლივ დავას აპირებს.

"ამ დოკუმენტიდან კიდევ უფრო ნათელი გახდა ჩემთვის, რომ ამ გადაწყვეტილებას არანაირი სამართლებრივი საფუძველი არა აქვს. აქაც წერია, რომ დოკუმენტი, რომელსაც მე ვითხოვ, რომელიც კანონით არის საჭირო, ეფუძნება ორ რაღაცას, ანუ, ამ დოკუმენტს შსს ვერ გასცემს პირზე, თუ ამ პირის მიმართ არის დანაშაული დადასტურებული სასამართლოთი, რომელიც ეხება სექსუალურ ძალადობას და ნარკოტიკულ დანაშაულს. შესაბამისად, არც ერთი და არც მეორე არ არის. საქმე, რომელზეც ბატონები საუბრობენ არის 126-ე მუხლი. მე რომ ძიუდოისტი ვცემე, ოღონდ ეს ძალაში არ არის შესული, შესაბამისად ეს ვერც იქნება, მაგრამ სასამართლოს გამამტყუნებელი გადაწყვეტილება ძალაში რომც იყოს შესული, ამ კატეგორიაში ეს არ შედის. 126-ე მუხლი არის მსუბუქი მუხლი და შესაბამისად ვერ იქნება ამის საფუძველი და ვერ იქნება დოკუმენტის არ გაცემის საფუძველი. ამ დოკუმენტიდან კიდევ უფრო ნათლად ჩანს, რომ ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური გადაწყვეტილება და სამართალთან ამას არანაირი კავშირი არა აქვს.

ეს როგორც მითხრეს არის შუალედური, სავარაუდოდ ხვალ რაღაც ასეთ წერილს მივიღებ, შინაარსს მოგახსენებთ, ვნახოთ რა იქნება. ბუნებრივია, მე ამას გავასაჩივრებ საერთო სასამართლოებში და საერთოდ ამ ნორმას, რომელიც მიმაჩნია უფლების შემზღუდავ ნორმად, წავიღებ აუცილებლად ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოში. ვის თავშიც, ეს იდიოტიზმი და უკანონობა დაიბადა, იმის გასაგონად მინდა ვთქვა, დავრეგისტრირდები თუ არ დავრეგისტრირდები რეფერენდუმი ფოთში აუცილებლად შედგება, "ქართული ოცნება" აუცილებლად დამარცხდება. აქ დავრჩები, ზუსტად ვიმუშავებ ისე, კიდევ უფრო მეტი ენერგიით, როგორც კანდიდატი ვიქნებოდი და კიდევ უფრო გაათკეცებული ენერგიით შევუდგები იმ საქმეს, რასაც ჰქვია "ქართული ოცნების" მმართველობიდან ამოძირკვა, რაც 2 ოქტომბერს დაიწყება, როდესაც რეფერენდუმზე გაფორმდება "ქართული ოცნების" მარცხი," - განაცხადა გიგი უგულავამ.

დღის ამბები