28 ნოემბერი 2024,   10:51
ვრცლად
"კურიერისთვის" ცნობილი ხდება, რომ ყალბი კოვიდპასპორტების დამზადება-გასაღების ფაქტზე დაკავებულ პირთა წრე შესაძლოა გაფართოვდეს

"კურიერისთვის" ცნობილი ხდება, რომ ყალბი კოვიდპასპორტების დამზადება-გასაღების ფაქტზე დაკავებულ პირთა წრე შესაძლოა გაფართოვდეს და ბრალდებულის სკამზე მოხვდნენ ის ადამიანებიც, რომლებმაც ყალბი საბუთების დასამზადებლად შეკვეთა მისცეს. 

მათი იდენტიფიცირება გამოძიებამ უკვე შეძლო. დაკავებული პირების ნაწილს ბრალს დღეს წარუდგენენ. 

"კურიერის" ინფორმაციით ერთ-ერთი პირი, რომელიც ესპანეთში ყალბი პასპორტების დასამზადებლად შეკვეთას აძლევდა მანანა კვარაცხელიაა. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა 7 პირი აიყვანეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა 350 ევროსა და 400 ლარის სანაცვლოდ "ფაიზერისა" და "სინოფარმის" ვაქცინით აცრის დამადასტურებელი ყალბი საბუთები დაამზადეს.

დღის ამბები