28 ნოემბერი 2024,   10:41
ვრცლად
გიგი უგულავას განცხადებით, შს სამინისტრო ფოთში კანდიდატად რეგისტრაციისთვის საჭირო ცნობას არ აძლევს

გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი, გიგი უგულავა აცხადებს, რომ შსს-ში უარს ეუბნებიან იმ დოკუმენტაციის მიღებაზე, რომელიც აუცილებელია მერობის კანდიდატად საოლქოში დასარეგისტრირებლად.

გიგი უგულავას თქმით, მან შარშან აღნიშნული დოკუმენტი ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე მიიღო.

"შსს არ მაძლევს ცნობას რაც აუცილებელია ფოთში ჩემი რეგისტრაციისთვის. ადგილზე საერთოდ არც უარის ქაღალდს მაძლევენ. ახლა მივდივარ ადგილზე.

რამ შეგაშინათ ასე თქვე უდღეურებო, გასაგებია რამაც შეგაშინათ. წასხმის შიში რას არ გაგაკეთებინებთ. ასე არ დავტოვებ ამას.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ხომ კარგად ხართ. უკვე პირდაპირ ლუკაშენკოს მილიციას ბაძავთ," - წერს უგულავა სოციალურ ქსელში.

ამასთან, გიგი უგულავას თქმით, ის საკითხთან დაკავშირებით სამართლებრივ დავას სასამართლოში გეგმავს.

"ჩვეულებრივად დღეს მოვედი, დადგენილი წესით მოვითხოვე ეს და ახლა მეუბნებიან, რომ ცნობას არ გაძლევენო. აქაურ უფროსს ლაპარაკში წამოსცდა 126-ე მუხლი. ეს არის ის იმ ძიუდოისტის საქმე, რომელიც მე ვცემე, რომელიც მიმდინარეა და არ დამთავრებულა. მე ეს დოკუმენტი აღებული მაქვს შარშან, იმიტომ რომ შარშან ვმონაწილეობდი არჩევნებში. შარშანდელის მერე არაფერი არ შეცვლილა," - აცხადებს გიგი უგულავა. 

დღის ამბები