უკრაინის პოლიციის კიბერდანაშაულის სამსახურმა პოლტავას რეგიონში 27 წლის პედოფილი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული დიდი ხნის განმავლობაში აუპატიურებდა 6 წლის ბიჭს, ასევე ქმნიდა და ინახავდა არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალას.
სამართალდამცველებმა მოძალადის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს. ამოღებულია მობილური ტელეფონი, კომპიუტერიული მოწყობილობები, მყარი დისკი და სისტემის ბლოკი.
გამოვლინდა 500-ზე მეტი საბავშვო პორნოგრაფიის ფაილი, რომელთაგან 127 უშუალოდ ბრალდებულის მიერ არის შექმნილი და მასში 6 წლის მსხვერპლი ფიგურირებს.