28 ნოემბერი 2024,   10:45
ვრცლად
საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყნის ეკონომიკა 9.9 პროცენტით გაიზარდა

საქსტატის დირექტორის, გოგიტა თოდრაძის თქმით, - 2021 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყნის ეკონომიკა 9.9 პროცენტით გაიზარდა.

"​2021 წლის ივლისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ქვეყნის ეკონომიკა გაიზარდა 9.9 პროცენტით. 2021 წლის შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი გახლავთ 12.2 პროცენტი. აღსანიშნავია ისიც, რომ 2019 წლის ივლისთან შედარებით სახეზე გვაქვს ეკონომიკის 3.9 პროცენტიანი ზრდა.

2021 წლის ივლისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მშენებლობის და სამთო-მოპოვებითი მრეწველობის სექტორების გარდა, ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა პრაქტიკულად ყველა სექტორში. განსაკუთრებით კი აღსანიშნავია დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობის ზრდა.

გაზრდილია საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობაც. თუ გასული წლის ივლისში აღნიშნული მაჩვენებელი 46 000 არ აღემატებოდა, 2021 წლის ივლისში 230 000 გადააჭარბა," - განაცხადა თოდრაძემ.

დღის ამბები