28 ნოემბერი 2024,   10:35
ვრცლად
მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი - როდიდან პროგნოზირებენ სინოპტიკოსები ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვან კლებას

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2-3 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა.

მათივე ცნობით, დასავლეთ საქართველოში მნიშვნელოვნად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა, ზღვაზე კი 4-5 ბალიანი შტორმი იქნება.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

დღის ამბები