28 ნოემბერი 2024,   10:42
ვრცლად
თუ მოზრდილი მოსახლეობის 60% ავიცრებით დეკემბერში ინფიცირების მაჩვენებელი 1 ან 2 ასეულის ფარგლებში ჩამოვა - ამირან გამყრელიძე

კორონავირუსს ბოლო 24 საათში 79 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მაღალია ინფიცირების შემთხვევები. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ეპიდვითარების გაუმჯობესებას ერთი თვის განმავლობაში ეტაპობრივად ელოდებიან - იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეები არსებულ რეგულაციებს მაქსიმალურად დაიცავენ და ვაქცინაციის პროცესი კიდევ უფრო გააქტიურდება.

"ბოლო 2 კვირის განმავლობაში გარკვეული შეზღუდვების შემოღებისა და აღსრულების მეტი კონტროლის ფონზე, ქვეყანაში დაიწყო სტაბილიზაცია ეპიდსიტუაციის. ყოველ 1000 შემთხვევაზე არის, სამწუხაროდ 10,15,18, შეიძლება 20-მდეც გარდაცვალება.

თუ ჩვენ ავცრით და ავიცრებით დაახლოებით 60% მოზრდილი მოსახლეობის, პირბადის მაჩვენებელი გვექნება დაახლოებით 85-90%-ით, პროგნოზი არის, რომ დეკემბერში ჩვენ ახალ შემთხცევათა რაოდენობა ჩამოგვივა დაახლოებით ერთი ან ორი ასეულის ფარგლებში," - განაცხადა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა კი ძალაში დარჩა - საკოორდინაციო საბჭომ ახალი გადაწყვეტილებები დღეს მიიღო. უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე შეზღუდვები ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის ფონზე მიიღეს.

დღის ამბები