28 ნოემბერი 2024,   10:48
ვრცლად
არ არის საჭიროება, რომ საგარეო სესხი გავზარდოთ - ნათია თურნავა

ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განაცხადებით, ვიდრე შიდა რესურსი არსებობს საქართველომ საგარეო ვალი აღარ უნდა დაიმატოს.

"რამდენად მაღალია ჩვენი ეკონომიკური ზრდა და ეკონომიკის აღდგენის ტემპი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენმა ეკონომიკამ 1 მლრდ ლარი დამატებით გამოიმუშავა. ჩვენ გვაქვს შიდა რესურსი, რომელიც შეგვიძლია ბევრ პროგრამას და კარგ საქმეს მოვახმაროთ და საგარეო ვალი, რომელიც ისედაც გაგვეზარდა, პანდემიის გამო აღარ უნდა გავზარდოთ.

აქ საუბარია არა დახმარებაზე, არამედ საგარეო ვალის გაზრდაზე. ეს არის სესხი, შესაბამისად, თუკი საკუთარი რესურსი გვაქვს, არ არის საჭიროება, რომ გავზარდოთ სესხი, ეს არის მოცემულობა," - განაცხადა თურნავამ.

დღის ამბები