კასპიის ზღვაში რუსეთის, აზერბაიჯანის, ირანისა და ყაზახეთის ხომალდები ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ. წვრთნები სექტემბრის დასაწყისში კონკურს "ზღვის თასის" დასრულების შემდეგ დაიწყება.
ღონისძიება წელს პირველად ირანში ტარდება. ის 6 ეტაპისგან შედგება და აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ირანისა და რუსეთის მცირე სარაკეტო და საარტილერიო ხომალდები მონაწილეობენ.