28 ნოემბერი 2024,   10:45
ვრცლად
"გადაწყვეტილი გვაქვს, თავი შევიკავოთ ევროკავშირის სესხის მეორე ნაწილის აღებისგან" - მთავრობა საგარეო ვალის შემცირებას იწყებს

"ძალიან მადლიერი ვართ ევროკავშირის ყველა იმ დახმარებისთვის, რაც მათ აღმოგვიჩინეს, მათ შორის კოვიდპანდემიის მართვის დროს და ზოგადად, ყველაფრისთვის რაც მათ გააკეთეს ჩვენთვის.

75 მილიონის მეორე ნაწილი იყო სესხი, ეს არ იყო გრანტი და დახმარება. წელს, იქიდან გმომდინარე, რომ ჩვენ უკვე დავიწყეთ საგარეო ვალის შემცირება, მაღალი ალბათობით ჩვენ ამ თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სქართველოს ხელისუფლება მადლიერია ევროკავშირის ყველა იმ დახმარებისთვის, რაც მათ საქართველოს აღმოუჩინეს, აღმოგვიჩინეს, მათ შორის კოვიდ პანდემიის მართვის დროს.

"ტრაგედია არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი, 9 წლის განმავლობაში რომ იყო პრეზიდენტი, დადის ევროკავშირის სტრუქტურებში და მოგეხსენებათ, ის არის გაწევრიანებული ევროკავშირის სახალხო პარტიაში, EPP-ს ჯგუფში დ ყველა მცდელობა აქვს იმისა, რომ როგორღაც რაღაც სანქციები და შეფერხებები წამოვიდეს ჩვენი მიმართულებით.

 რაც შეეხება მაკროფინანსურ დახმარებას, მე შევახსენებ მოსახლეობას, რომ ეს არის სესხი, რომლის ნაწილიც 2020 წელს ავიღეთ და 75 მილიონის მეორე ნაწილი იყო სესხი, ეს არ იყო გრანტი და დახმარება, რომლის თაობაზეც მოგვიანებით, დამატებით კომენტარს გააკეთებს ფინანსთა სამინისტრო. წელს, იქიდან გმომდინარე, რომ ჩვენ უკვე დავიწყეთ საგარეო ვალის შემცირება, მაღალი ალბათობით ჩვენ ამ თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება. ჩვენ რა თქმა უნდაა, ძალიან მადლიერი ვართ ევროკავშირის ყველა იმ დახმარებისთვის, რაც მათ აღმოგვიჩინეს, მათ შორის კოვიდ პანდემიის მართვის დროს და ზოგადად, ყველაფრისთვის რაც მათ გააკეთეს ჩვენთვის. ჩვენ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ წინსვლას. მეორეს მხრივ, ამ საკითხმა შეიძინა ძალიან დიდი პოლიტიკური დატვირთვა. ამიტომ, ნებისმიერი ინსინუაციების თავიდან აცილების მიზნით, მთავრობა არ გამორიცხავს, ჩვენ გადაწყვეტილიც გვქვს, რომ თავი შევიკავოთ მეორე ნაწილის სესხის სახით აღებაზე. მთავარი არგუმენტაცია, მთავარი მოტივი არის ის, რომ ჩვენ ეტაპობრივად დავიწყეთ საგარეო ვალის შემცირება. მოგეხსენებათ, რომ გვაქვს ძალიან კარგი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. წინასწარი ინფორმაციით გეტყვით, რომ ივლისის თვის ზრდა იქნება დაახლოებით 10%-მდე, რაც 7 თვის განმავლობაში ჯამში იქნება 12,2% ეკონომიკური ზრდა. ეს დამატებით შემოსავალს გააჩენს ბიუჯეტში და ამ ტემპის შენარჩუნებით, მაღალი ალბათობით, წლის ბოლოს გვექნება ორნიშნა ზრდა. ზედმეტი სპეკულაციები აქ არ არის საჭირო. ჩვენი ოპონენტები გადასულები არიან საბოტაჟი რეჟიმზე, რომ როგორაც შეზღუდონ და შეაფერხონ ჩვენი ქვეყნის წინსვლა დასავლეთის მიმართულებით. რა თქმა უნდა, ეს არის მიუღწეველი და ეს არის მტრული, მავნებლური დამოკიდებულება," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები