28 ნოემბერი 2024,   10:32
ვრცლად
"ქართული ოცნების" ზუგდიდის მერობის კანდიდატი სოფლებში ინდივიდუალურ შეხვედრებს განაგრძობს

"ქართული ოცნების" ზუგდიდის მერობის კანდიდატი სოფლებში ინდივიდუალურ შეხვედრებს განაგრძობს. მამუკა წოწერია ანაკლიაში, გამსახურდიასა და დგებუაძის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა. კანდიდატმა ადგილობრივებს მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმები გააცნო.

"სოფელს ყველა ძირითადი ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული აქვს. ასევე აღსანიშნავია, რომ აშენდა უახლესი ტექნოლოგიით საბავშვო ბაღი, ასევე საგანგებო სიტუაციის მართვის ცენტრი და რა თქმა უნდა მოსახლეობასთან ერთად შევისწავლეთ ის ძირითადი გამოწვევები, რომელიც აწუხებს მოსახლეობას. ეს გახლავთ შიდა საუბნო გზების მოწესრიგება, ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი უკვე მუშაობს კაპიტალურ პროექტზე," - განაცხადა მამუკა წოწერიამ.

მამუკა წოწერიასთან ერთად, შეხვედრაში პარლამენტში, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატიც მონაწილეობდა.

დღის ამბები