28 ნოემბერი 2024,   10:52
ვრცლად
ამ წუთებში პოლიტიკური პლატფორმა "მესამე ძალის" პრეზენტაცია მიმდინარეობს - წინასაარჩევნო კამპანიის გახსნას მაყურებელი დისტანციურად ესწრება

პოლიტიკური პლატფორმა "მესამე ძალა" წინასაარჩევნო კამპანიას ხსნის. პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე ამ წუთებში პრეზენტაციას მართავს.

მან საზოგადოებას ახალი გაერთიანების გეგმები და გზავნილები გააცნო. წინასაარჩევნო კამპანიის გახსნას მაყურებელი დისტანციურად ესწრება.

"დღეს ქვეყანაში უმძიმესი ვითარებაა, ერთი მხრივ ეკონომიკური კრიზისი, უმუშევრობა, დაბალი შემოსავალი, ფასების ზრდა, და მეორე მხრივ კოვიდპანდემია, რომელიც ყველას შეგვეხო. ამ ყველაფერს კიდევ უფრო ამძიმებს ის, რომ არსად არ მიდის პოლიტიკური პოლარიზება, დაპირისპირება, შუღლი, გაუტანლობა, ერთმანეთის ლანძღვა-გინება, სამწუხაროდ, ეს იქცა ჩვენი  ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად და ადამიანის, ხალხის ხმა, თქვენს საჭიროებებზე საუბარი ფაქტობრივად საერთოდ გაქრა პოლიტიკური პროცესიდან. სწორედ ამიტომ, "სტრატეგია აღმაშენებლის" გუნდთან ერთად, ჩვენ გადავწყვიტეთ, ჩამოგვეყალიბებინა პლატფორმა "მესამე ძალა", რომელიც გააერთიანებს პოლიტიკურ, ასევე საზოგადოებრივ, სხვადასხვა ტიპის პროფესიონალ ადამიანებს, რომლებიც ადამიანის პრობლემებს, გაჭირვებას დააბრუნებენ ყოველდღიურ პროცესში," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, მესამე ძალა" სხვადასხვა პარტიას და ცალკეულ პოლიტიკურ სუბიექტებს აერთიანებს.

დღის ამბები