ბოლო სამი დღის განმავლობაში კახეთში სტიქიის შედეგად 3000 ტონამდე დასეტყვილი ყურძენი სახელმწიფო საწარმომ ჩაიბარა.
მევენახეთა შემოსავალი 2 მილიონ ლარს აღწევს.მთავრობის გადაწყვეტილებით, ვისაც მოსავალი სრულად გაუნადგურდა, სახელმწიფო ჰექტარში 3000 ლარს გადაუხდის.
ფერმერებს დასეტყვილი ყურძნის ჩაბარება 3 სექტემბრამდე შეეძლებათ. პრემიერის დავალებით, უკვე რამდენიმე დღეა რეგიონში მუშაობს ოპერატიული შტაბი და ადგილზე ყურძნის ჩაბარების პროცესს სოფლის მეურნეობის მინისტრი აკვირდება.