28 ნოემბერი 2024,   10:39
ვრცლად
არის თუ არა მასწავლებლების აცრა საკმარისი იმისთვის, რომ სკოლებში სწავლა განახლდეს - სასკოლო პროცესზე ხვალ უწყებათაშორისი საბჭო იმსჯელებს

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ და გაეროს ბავშვთა ფონდმა სკოლების გახსნის რეკომენდაცია დღეს გასცეს. მიზეზად მსოფლიო მასშტაბით განათლების დონისა და ხარისხის შემცირება დაასახელეს, პირობად კი უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნა წამოაყენეს.

ჯანდაცვის სამინისტროში არასამთავრობო ორგანიზაციების იდეას, რომ ახალი თაობის განათლება უმთავრესია, იზიარებენ, თუმცა საქართველოში არსებული ეპიდვითარებისა და ბავშვთა ინფიცირების მაჩვენებლის გათვალისწინებით, ამ დროისთვის, სწავლის განახლება სასწავლო დაწესებულებებში ჯანდაცვის სამინისტროში მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ.

იმისთვის, რომ ახალ სასწავლო წელს საერთაშორისო პროტოკოლის მიხედვით ვაქცინირებული პერსონალით შეხვდნენ, განათლების სამინისტრო იმუნიზაციის პროცესში კვლავ აქტიურად მონაწილეობს.

სწავლის სკოლის შენობებში განახლებისთვის მხოლოდ მასწავლებლების აცრა საკმარისად არ მიაჩნიათ ექიმებს. სპეციალისტები ამბობენ, რომ ახლა არჩევანი სწავლის ხარისხსა და ადამიანების სიცოცხლეს შორის უნდა გაკეთდეს.

რა რეჟიმით განახლდება სააღმზრდელო პროცესი ბაღებში და სწავლა სკოლებსა თუ უმაღლეს სასწავლებლებში, ჯერ კიდევ უცნობია. ამ საკითხს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ხვალ განიხილავს.

დღის ამბები