28 ნოემბერი 2024,   10:40
ვრცლად
დელტამ უკან დახევა დაიწყო, თუმცა კლინიკებში კვლავ მძიმე მდგომარეობაა - იქნება თუ არა საქართველოში ოქტომბერი მშვიდი

დელტა შტამმა უკან დახევა დაიწყო. ყველა მონაცემით, რომელიც ვირუსის მასშტაბურ გავრცელებაზე მიუთითებს, ქვეყანამ მეოთხე ტალღის პიკი გადალახა. მიმდინარე კვირა არის, გარკვეულწილად, ტესტი, სად გაწყდება ვირუსის გავრცელების ჯაჭვი და განახევრდება თუ არა ლაბორატორიულად გამოვლენილი შემთხვევები.

იქნება თუ არა ოქტომბერი მშვიდი, ეს რეგულაციების მკაცრად შესრულებასა და აღსრულებაზე დამოკიდებული. სპეციალისტები ამბობენ, რომ უკვე დაწყებული ეპიდემიოლოგიური მდგრადობა არსებული შეზღუდვების შემსუბუქების არანაირ საფუძველს არ იძლევა.

დღევანდელი მდგომარეობით სიტუაცია კლინიკებში ისევ რთული რჩება, კოვიდმიმღები განყოფილებები გადატვირთულია. "კურიერთან" ინტერვიუში ინფექციონისტები ამბობენ, რომ სამედიცინო დაწესებულებებისთვის გარკვეული შვება იქნება, თუ მობილობა შემცირდება, დიდი მასშტაბური ღონიძიებები არ გაიმართება. ექიმების რეკომენდაციაა, შესრულდეს ყველა მოქმედი რეგულაცია, რომელიც კორონავირუსული პანდემიიდან გამომდინარე, დაწესებულია ქვეყანაში.

მზარდია პაციენტების რიცხვი საველე ჰოსპიტლებშიც. სპეციალურ ზონაში, ყოველდღიურად, ათობით პაციენტი მიდის. 80 % ჟანგბადდამოკიდებულია.

კოვიდგამოწვევას ქვეყანა იმუნიზაციის პროცესით პასუხობს. თბილისის გარდა, მოძრავი ამცრელი ცენტრების მოწყობა, პირველ ეტაპზე, რუსთავსა და ზუგდიდში იგეგმება. პარალელურად, ვაქცინაციის საბჭო მსჯელობს 12 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში ბავშვების აცრასა და წამახალისებელ ღონისძიებებზე, რომელიც გაზრდის დღის განმავლობაში ვაქცინირებულთა რაოდენობას.

დღის ამბები