28 ნოემბერი 2024,   10:38
ვრცლად
დროშების დაზიანების შემთხვევაში სანქციების გამკაცრების შესახებ ინიციატივას ევროინტეგრაციის საკითხთა კომიტეტში მხარი დაუჭირეს

დროშების დაზიანების შემთხვევაში სანქციების გამკაცრების შესახებ ინიციატივას ევროინტეგრაციის საკითხთა კომიტეტში მხარი დაუჭირეს.

საქმე ეხება როგორც ევროკავშირის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და იმ ქვეყნების დროშის დაზიანებას, რომელთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები აქვს.

ცვლილების მიხედვით, სანქცია ფიზიკური პირის 1000 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს. განმეორების შემთხვევაში ჯარიმის თანხა გაორმაგდება ან 15 დღემდე პატიმრობით ისჯება.

პარლამენტის წევრი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ კანონის შეცვლა, სანამ ქვეყანაში დაუსჯელობის კლიმატია, არაფრის მომტანი არ იქნება. 

"ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დროშის დაზიანება არის მიუღებელი, მაგრამ ეს ფაქტი რომ არ მოხდეს, ქვეყანაში კანონი კი არ უნდა შეცვალო, არ უნდა წაახალისო ძალადობრივი ჯგუფები, რომლებიც ამას აკეთებენ,"- აცხადებს ბაქრაძე. 

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ეს ინიციატივა მრავალფრაქციულია, რომელსაც ოპოზიციაც ეთანხმება. 

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ საქართველომ უნდა შეძლოს და აჩვენოს სხვა ქვეყნებს, რომ მათ სიმბოლიკებს პატივს სცემს. 

"მნიშვნელოვანია, ასეთი რეგულაციები რომ შემოდის. ქვეყანამ უნდა აჩვენოს, რომ ის პატივს სცემს სხვა ქვეყნების სიმბოლიკებს,"- შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები