28 ნოემბერი 2024,   10:48
ვრცლად
მოსახლეობის 70%-ზე მეტი აცრილია, კოვიდი კრიტიკულ საშიშროებას აღარ წარმოადგენს - დანია ყველა შეზღუდვას ხსნის

დანიაში კორონავირუსის გამო დაწესებული ყველა შეზღუდვა 10 სექტემბერს მოიხსნება. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მოსახლეობის დიდი ნაწილი აცრილია, რას იმას ნიშნავს, რომ პანდემია კონტროლს ექვემდებარება და კორონავირუსი საზოგადოებისთვის კრიტიკულ საფრთხეს აღარ წარმოადგენს. 

10 სექტემბრიდან დანიის მოსახლეობას აღარ მოუწევს კოვიდსერტიფიკატების წარდგენა ღამის კლუბებსა თუ დიდ წვეულებებზე, თუმცა საზღვრებზე და მოგზაურობასთან დაკავშირებული დაწესებული შეზღუდვები კვლავ ძალაში რჩება. 

2020 წლის მარტში დანიამ კორონავირუსი დაასახელა დაავადებად, რომელიც საზოგადოებისთვის კრიტიკული საფრთხის შემცველი იყო. სკოლები, საბავშვო ბაღები, უნივერსიტეტები და ბევრი საზოგადოებრივი დაწესებულება დაიკეტა. 

მას შემდეგ შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა, თუმცა ბევრი რეგულაცია კვლავ ძალაშია - მაგალითად, დანიის მოქალაქეებმა ბევრ რესტორანსა და ფიტნესდარბაზში შესვლისას კორონავირუსის ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთი ან ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა წარადგინოს. რამდენიმე დღეში კი მათ კოვიდსერტიფიკატების წარდგენა აღარსად დასჭირდებათ. 

დანიაში მოსახლეობის 70%-ზე მეტი აცრილია. 

 

ავტორი : ბაჩი ტყემალაძე

დღის ამბები