28 ნოემბერი 2024,   10:40
ვრცლად
პანდემიის პირობებში პატიმრებს, რომლებიც საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ, ამნისტია უნდა შეეხოთ-სოფო ჯაფარიძე

ციხეებში შექმნილ კოვიდვითარებაზე ისაუბრეს "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში. სოფო ჯაფარიძის განცხადებით, პანდემიის პირობებში პატიმრებს, რომლებიც საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ, ამნისტია უნდა შეეხოთ.

"გამოვდივარ ფართო ამნისტიის ინიციატივით. ცხადია, იმ ადამიანების გათავისუფლება, რომელიც დღეს საფრთხეს არ წარმოადგენს საზოგადოებისთვის. დღეს ჩვენ უნდა გადავარჩინოთ თითოეული მათგანის სიცოცხლე,"- აცხადებს ჯაფარიძე.

მმართველ გუნდში კი სოფო ჯაფარიძის მოსაზრებას პოპულისტურს უწოდებენ და აცხადებენ, რომ მსგავსი მცნებები უნდა იყოს მეცნიერულ დასტურზე დაყრდნობილი. 

"რაც შეეხება პანდემიას და მის მართვას, ჯობია, რომ ყველამ თავი შეიკავოს მოსაზრებებისგან, ამას სჭირდება მეცნიერული არგუმენტი და არა მსჯელობა, რა იქნება კარგი ან ცუდი,"- აცხადებს პაპუაშვილი. 

დღის ამბები