პერუში ორი ნავის შეჯახების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. დაშავდა რამდენიმე პირი.
ნავზე მგზავრებს შორის 20-მდე ბავშვი იმყოფებოდა. შემთხვევის მიზეზი, სავარაუდოდ, ძლიერი ნისლი გახდა. მაშველები ამ დრომდე ეძებენ დაკარგულებს.