28 ნოემბერი 2024,   10:51
ვრცლად
საქართველოში რუსი ქილერების ჩამოსვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სუსი სახელმწიფო უწყებების დისკრედიტაციად აფასებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, საქართველოში რუსი ქილერების ჩამოსვლის შესახებ.

საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის, გიორგი საბედაშვილის თქმით, აღნიშნული ინფორმაცია სახელმწიფო უწყებების დისკრედიტაციას ემსახურება. რაც შეეხება კირილ კირკოვს, გიორგი საბედაშვილის თქმით, ის ბოლოს ქვეყანაში 2019 წელს იმყოფებოდა.

"ცალსახად  ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. საქართველოში არ იმყოფება კერძო სამხედრო კომპანიასთან დაკავშირებული რუსეთის მოქალაქე პირი და ბოლო წლების განმავლობაში მისი გადაადგილება საზღვარზე არ ფიქსირდება. ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც შესაძლოა უკავშირდებოდეს რუსულ კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერს", ან ნებისმიერი სახით საფრთხეს უქმნიდეს სახელმწიფო უსაფრთხოებას საქართველოში არ ფუნქციონირებს და მსგავსი საქმიანობა აყვანილია კონტროლზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ," - განაცხადა გიორგი საბედაშვილმა.

დღის ამბები