28 ნოემბერი 2024,   10:30
ვრცლად
ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ სექტემბრის ბოლომდე 2 მილიონი ადამიანი იყოს აცრილი - პრემიერმა იმუნიზაციის აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე  კოვიდპანდემიის დასამარცხებლად, იმუნიზაციის აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

"ბოლო დღეების განმავლობაში დასტაბილურდა სიტუაცია და სტაბილიზაციისკენ მიდის პროცესი, მაგრამ ჩვენ არ უნდა მოვეშვათ. ჯანდაცვის სისტემა ძალიან კარგად და მობილიზებულად მუშობს. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ექიმს. ჩვენ არც ერთი მოქალაქე არ უნდა დაგვრჩეს ზრუნვის გარეშე.

გამოსავალი არის აცრები. უახლოეს დღეში უკვე მილიონ მოქალაქეს ავცრით. ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ სექტემბრის ბოლომდე 2 მილიონი ადამიანი იყოს აცრილი. ალბათ მილიონს უკვე გადატანილი ექნება, ჩვენი ექიმები და მეცნიერები ამბობენ, რომ შედარებით დასტაბილურდება სიტუაცია. ეს რამდენიმე კვირა დაგვრჩა რაც უნდა გავიტანოთ ყველამ ერთად. ოქტომბრიდან ყველა პროგნოზის მიხედვით დამშვიდდება სიტუაცია,"- განაცხადა ირაკლი ღარბაშვილმა.

დღის ამბები