"ქართული ოცნების" ზუგდიდის მერობის კანდიდატი სოფლებში ინდივიდუალურ შეხვედრებს განაგრძობს.
მამუკა წოწერია, პარლამენტში ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად, სოფელ ყულიშკარში იმყოფებოდა.
მოსახლეობასთან შეხვედრისას გამოიკვეთა ერთი ძირითადი პრობლემა - გამარჯვების უბნის საავტომობილო გზის საკითხი, რომლის გამოსწორების თარიღიც ადგილობრივებისთვის უახლეოს პერიოდში გახდება ცნობილი.