28 ნოემბერი 2024,   10:32
ვრცლად
ორი კვირა რთველამდე და სამზადისი მის უსაფრთხოდ ჩასატარებლად - რამდენად იქნებიან მოქალაქეები დაცული ყურძნის კრეფისა და ჩაბარების დროს

ორი კვირა რთველამდე და სამზადისი მის უსაფრთხოდ ჩასატარებლად - საუბარია ყურძნის კრეფისა და ჩაბარების დროს მოქალაქეების დაცვაზე კორონავირუსისგან.

კომპანიების უმეტესობა, რომელიც ყურძენს იბარებს, მოქალაქეებს მოუწოდებს ქარხნებში აღებული მოსავალი მხოლოდ წინასწარი ჩაწერის შემდეგ მიიტანონ, რათა ადგილზე ხალხმრავლობა არ შეიქმნას.

ღვინის ქარხნების ნაწილი აქტიურად მონაწილეობს ვაქცინაციის პროცესშიც, თუმცა ეს საკმარისი არ არის. თუ აცრის პროცესში კახეთის რეგიონი აქტიურად არ ჩაერთო, რთველის შემდეგ, არ არის გამორიცხული, რეგიონში საველე ჰოსპიტალი მოეწყოს, ამის საშიშროებას სპეციალისტები უკვე ხედავენ.

დღის ამბები