28 ნოემბერი 2024,   10:50
ვრცლად
ქორწილები, დაბადების დღეები და ნათლობები უმძიმესი ეპიდვითარების პარალელურად - ბოლო რამდენიმე დღეში 20-მდე ობიექტი დაილუქა

ჯანმრთელობის გართულებული მდგომარეობის გამო, ყოველდღიურად ათობით კოვიდინფიცირებული პაციენტი იღუპება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 7 571 ადამიანი იმყოფება.

პაციენტებით გადავსებული კლინიკების გამო, ინფიცირებულები საველე ჰოსპიტალშიც ჰყავთ მოთავსებული, სადაც გუშინ "კოვიდ 19-ს" ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ეპიდვითარება მძიმეა - მიუხედავად ამისა, მოსახლეობა ქორწილების, დაბადების დღეების და სხვა ღონისძიებების აღსანიშნავად ადგილს მაინც პოულობს. შრომის ინსპექციამ ბოლო რამდენიმე დღეში 20-მდე ობიექტი დალუქა - მათ შორის, არის "გარდენია-შევარდნაძე", სადაც გუშინ გამართულ ქორწილს ათობით ადამიანი ესწრებოდა.

დღის ამბები